საზოგადოება
მოსახლეობის პროტესტი და ერთთვიანი ვადა პრობლემის მოგვარებისთვის
საბარგო სადგურის მოსახლეობამ, ცენტრალური გზა გადაკეტა. ადგილობრივებმა აქცია, საპატრულო პოლიციის მოთხოვნის საფუძველზე შეწყვიტეს. ტაბიძის ქუჩაზე, სადაც 26 ოჯახი ცხოვრობს, საყოფაცხოვრებო პირობები 90–იანი წლებიდან გაუარესდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემებს, რომელიც წლებია აწუხებთ, საკუთარი ძალებით ებრძვიან. მოსახლეობამ კანალიზაციის სისტემა საკუთარი ხარჯებით მოაწყო. სასმელი წყლისა და გზის მოწესრიგებას კი ხელისუფლებას სთხოვენ.

| Print |