საზოგადოება
ადიგენში სტიქიამ, დაახლოებით, 800 000 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურა დააზიანა
ადიგენში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა დაახლოებით 800 ათასი ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ის ზიანი შეისწავლა, რომელიც წყალდიდობის ზონაში ინფრასტრუქტურას მიადგა.

დაზიანებულია გზები, საცხოვრებელი სახლები, დამხმარე შენობა–ნაგებობები, ეზოები და მილ–ხიდები. ადიგენის გამგებლის თქმით, სალიკვიდაციო ღონისძიებებზე მუშაობენ, თუმცა, მოსახლეობის ფინანსურ დახმარებას ზაქარია ენდელაძე გამორიცხავს.

წყალდიდობამ ივნისის თვეში ერთკვირიანი ინტერვალით სოფელი ვარხანი ორჯერ დააზარალა. უხვი ნალექის გამო 10 ივნისს ზიანი მიადგა სოფლებს უნწას, ბენარასა და არალს. დაიტბორა სასოფლო–სამეურნეო ნათესები, საცხოვრებელი სახლები და პირუტყვის სადგომები. დაიხოცა შინაური ფრინველი.


| Print |