საზოგადოება
ახალციხეში, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ასპინძაში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს აბონენტების ნაწილს ახალციხეში, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ასპინძაში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივნისს 02:00-დან 04:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 23 527 ახალქალაქი-ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მთლიანად, 3 803 აბონენტს ასპინძის მუნიციპალიტეტში მთლიანად, 22 271 აბონენტს ახალციხის მუნიციპალიტეტში მთლიანად.

"ენერგო–პრო ჯორჯიაში" განმარტავენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.


| Print |