საზოგადოება
სოფელ აწყვიტაში წყალდიდობის გამო ეზოები და ნაკვეთები დაიტბორა
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტაში უხვი ნალექის გამო ხევში ნაკადული ადიდდა. წყალდიდობამ მოსახლეობის ეზოები და ნათესები დატბორა. ადგილობრივების ინფორმაციით, წყალმა რამდენიმე ეზოს მიწა გამოაცალა. ერთ–ერთ ადგილობრივის ნაკვეთი კი საერთოდმოშალა და წაიღო.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, წყალდიდობას მოსახლეობისთვის ზიანი არ მიუყენებია.

"არ არის დაზიანებული ინფრასტრუქტურა, კოკისპირული წვიმა იყო. ნათესები კი უბრალოდ მოირწყო" – აცხადებს ლევან ცაბაძე "მეცხრე არხთან". 

უხვი ნალექი აწყვიტაში დღეს, 27 ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე მოვიდა.

| Print |