საზოგადოება
ახალციხეში ქართულ–პოლონური პროექტი ხორციელდება.
ახალციხეში ქართულ–პოლონური პროექტი ხორციელდება. რეგონის მასშტაბით შერჩეულ საჯარო მოხელეებს, შშმ პირთა ოჯახის წევრებსა და სპეცმასწავლებლებს, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებთან კომუნიკაციაზე, ოჯახში არსებული სირთულეების დაძლევასა და კომპეტენციების გაფართოებაზე, ტრენინგების ციკლი უტარდებათ.

პროექტს "ბედნიერები ერთად" ჰქვია და მის ფარგლებში ტრენინგები ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. შეხვედრებს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.

მისი მიზანია, რომ ბარიერების დაძლევისა და ურთიერთობების თანამედროვე მეთოდები, დედაქალაქის გარდა რეგიონებშიც დაინერგოს.

პოლონეთის მხრიდან პროექტს ფონდი "სახლი" ახორციელებს, რომელიც 25 წელია შშმ პირებთან მუშაობს. საქართველოში კი პარტნიორი ორგანიზაცია "კამილიელთა ორდენია."

ტრენინგები "ტალიტა კუმის" ახალციხის ოფისში ტარდება.


| Print |
თეგები: ტალიტა კუმი /