საზოგადოება
სოფელ ჭვინთაში, მეხის დაცემის შედეგად, ქალი გარდაიცვალა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთაში, მეხის დაცემის შედეგად, 51 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ოჯახი მთაში, საზაფხულო საძოვარზე იყო წასული. ამინდის გაუარესების გამო, ქალი წვიმას სახლში შეეფარა, დაახლოებით 5 წუთში კი შენობას მეხი დაეცა. შემთხვევის დროს იგი მარტო იმყოფებოდა. გარდაცვლილი თანასოფლელებმა ნახეს.

ელიაწმინდის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის კახაბერ გელაშვილის თქმით, გარდაცვლილს სოფელში დღეს, 20 ივლისს დაკრძალავენ.

"ასეთი ცუდი ამბავი გვაქვს სოფელში. საუკეთესო ადამიანი იყო. სამწუხაროა, რომ ასეთი რაღაც მოხდა" – აღნიშნავს კახაბერ გელაშვილი.

გარდაცვლილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

| Print |
თეგები: მეხი / ჭვინთა /