საზოგადოება
ნინოწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობას, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ (R)
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.
17 აგვისტოს, 11:00-დან 16:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 288 აბონენტს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში: განძა, ფოკა, როდიონოვკა, გორელოვკა და მიმდებარე სოფლებში.

13:00-დან 14:00 საათამდე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ხანდო, აზავრეთი, ალასტანი და მიმდებარე სოფლებში.

14:00-დან 15:00 საათამდე - 625 აბონენტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარში; 15:00-დან 16:00 საათამდე - 1 110 აბონენტს ასევე ღადოლარში, ამავე სოფლის 703 აბონენტს 16:00-დან 17:00 საათამდე.

16:00-დან 17:00 საათამდე - 417 აბონენტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ბარალეთი, კოთელია და ბალხო.

17:00-დან 18:00 საათამდე -1 039 აბონენტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში არაგვა, გომანი, ზაკვი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |