საზოგადოება
საბრძოლო მოქმედებებში დაშავებული ჯარისკაცები სპორტულ აქტივობებში ჩაერთვნენ
დაშავებული სამხედროებისთვის ბორჯომში, სოფელ ჩითახევში, მდინარე მტკვრის ნაპირზე სპორტული აქტივობები გაიმართა.
საერთაშორისო მისიებსა და სხვა საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილ–დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის პროექტი - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჯარისკაცები ხელმისაწვდომი გარემოსათვის“ განხორციელდა. დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ერთად მონაწილეობდნენ,

სპორტულ სახეობებს შორის იყო მშვილდოსნობა, ჯომარდობა, ზიპლაინი, ფეინტბოლი და თევზაობა.

შეჯიბრებაზე დასასწრებად ბორჯომის ხეობაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე ჩავიდა და დაშავებულ სამხედროებს ჯომარდობის ტურნირში უგულშემატკივრა.

პროექტის მიზანი დაშავებული სამხედროების სრულფასოვანი ინტეგრაცია, სპორტულ–კულტურულ აქტივობებში ჩართვა და ამ გზით მათთვის აქტიურ ცხოვრებაში დარჩენის მოტივაციის ამაღლება, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის, გარემოზე ზრუნვის პოპულარიზაციის გზით საზოგადოებისთვის მაგალითის მიცემა იყო.

პროექტი „საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ მიერ განხორციელდა, რომლესაც პარტნიორობა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ გაუწიეს.

ფოტოებს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.
| Print |