საზოგადოება
ბორჯომში, ახალციხესა და ახალქალაქში, ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
18 აგვისტოს, 12:00-დან 13:30 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 329 აბონენტს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირში.

14:00-დან 15:00 საათამდე - 1 356 აბონენტს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სხვილისი, პატარა პამაჯი, დიდი პამაჯი, ივლიტა და მიმდებარე სოფლებში.

15:15-დან 18:30 საათამდე - 1 004 აბონენტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მაჯადია, ორჯა, კოჩიო და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიაში ამბობენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |