სიახლეები
ახალციხეში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ახალციხეში, კლინიკა "იმედის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა.

კლინიკა "იმედში" ამბობენ, რომ 27 წლის მამაკაცს მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება. ტ.გ. თბილისში გადასაყვანად ამზადებენ.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.
| Print |