საზოგადოება
ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზაზე მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის დაშვებული
მთელი საქართველოს მასშტაბით ამინდის გაუარესებისა და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი თოვის გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მაღალმთიან რეგიონებში მიმავალ მძღოლებს,

მათ შორის სატრანზიტო ავტოტრანსპორტის მფლობელებს მოუწოდებს, მეტი უსაფრთხოებისათვის ზამთრის საბურავები გამოიყენონ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ117 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

დეპარტამენტის განცხადებით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ1-კმ106 და კმ118-კმ159 მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მაღალმთიან რეგიონში მობილიზებულია საჭირო მძიმე ტექნიკა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნების მიზნით, ოპერატიულად გაწმენდს გზას.


| Print |