ახალციხე–ახალქალაქის გზაზე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა
თხევადი გაზის გადამზიდი სატვირთო ავტომობილი აფეთქდა.
შემთვევა 15 დეკემბერს, ახალციხე–ახალქალაქის გზაზე მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო jnews.ge ცნობით, შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლი მსუბუქად დაშავდა.
შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.