საზოგადოება
სოფელ მოხეში შშმ ბავშვებისთვის საბავშვო ბაღი აშენდება
საქართველოში იაპონიის საელჩომ და World Vision საქართველოს ოფისმა ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ

მოხეში თანამედროვე, შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების საჭიროებებზე გათვლილი საბავშვო ბაღის აშენების შესახებ.

საბავშვო ბაღი, რომელიც 2018 წლის ბოლოს გაიხსნება, 100 - მდე ბავშვს მოემსახურება 8 ახლომდებარე სოფლიდან. საბავშვო ბაღი ადიგენის მუნიციპალიტეტის ფინანსური თანამონაწილეობით შენდება.

ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე , რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია და თვითმმართველობის წევრები.



წყარო: სამცხე–ჯავახეთის მხარე
| Print |