საზოგადოება
ჩამორთმეული ავტომობილების დაბრუნების კიდევ ერთი მცდელობა
სამცხე–ჯავახეთში, ხე–ტყის გადატანის დროს ჩამორთმეული ავტომანქანების დაბრუნებას, მძღოლები ისევ საპროტესტო აქციებით ცდილობენ.

ბორჯომისა და ადიგენის მაცხოვრებლები, ახალციხეში სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, ერთი და იგივე მოთხოვნით, უკვე მესამედ შეიკრიბნენ.

მძღოლებს თვეების წინ ჩამორთმეული ავტომობილების დაბრუნება სურთ.

| Print |