საზოგადოება
ახალციხელებს კიდევ ერთი მოსაკრებელი დაემატათ
ახალციხელებს მაისში კიდევ ერთი კომუნალური გადასახადის გადახდა მოუწევთ. დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრების დარიგება მოსახლეობაში მალე დაიწყება.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ერთ სულ მოსახლეზე გადასახადი 50 თეთრი იქნება.

რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მათთვის ტარიფი საქმიანობის მიხედვით იქნება განსაზღვრული. წელს იურიდიული პირებიდან თვითმმართველობამ ნარჩენების მოსაკრებლის სახით 40 000 ლარამდე მიიღო.

10–წლიანი პაუზის შემდეგ, ახალციხის მერია ქალაქში მოსახლეობიდან ნარჩენების მოსაკრებლის ამოღებას იწყებს.

ქალაქისგან განსხვავებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს უკვე ორი წელია იხდის.
| Print |