საზოგადოება
საკირის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სოფელ საკირის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია.

ადგილზე მუშაობა დაასრულეს მეხანძრეებმა, მაშველებმა და მეტყევეებმა.

წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 2 ჰექტრამდე ტყის ფართობი.

ფაქტზე გამოძიება 187–ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით ან აფეთქებით გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

| Print |