საზოგადოება
ახალციხეში შინმოვლის პროექტი ამოქმედდა
ახალციხეში მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებსაც მზრუნველობა მუდმივად ან დროებით ესაჭიროებათ, ახალი პროექტი ამოქმედდა.

უფასო შინმოვლის პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საწოლს ან სახლს მიჯაჭვულ პირებს, რომელთა ასაკი 18 წელს ზევითაა, სარეიტინგო ქულა კი 200 000–ზე დაბალია.

პროექტში უკვე ჩაერთო 20 ბენეფიციარი ახალციხიდან. მათ ამ ეტაპზე, ორი ექთანი სისტემატურად სტუმრობს და სამედიცინო დახმარებასთან ერთად, ფსიქო–სოციალურ და საგანმანათლებლო მომსახურებას უწევს.

ახალციხეში, წლის განმავლობაში, 50 პაციენტის მომსახურებაა შესაძლებელი.

პროექტს საქველმოქმედო ფონდი "საქართველოს კარიტასი" ახორციელებს.

მისი პრეზენტაცია სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

შეხვედრას თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ.

| Print |