საზოგადოება
ფორუმ თეატრი - სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება
კრეატიული განვითარების ცენტრი ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით და ზრდასრულთა განათლების ქსელთან

თანამშრომლობით გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად პროექტში: „სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“.

პროექტის მთავარი მიზანია სამიზნე რეგიონებში სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება ინოვაციური მეთოდების, კერძოდ კი ფორუმ თეატრის გამოყენებით.

ფორუმ თეატრი, ეს არის თეატრალური მეთოდოლოგია, რომელიც შეიმუშავა ბრაზილიელმა აუგუსტო ბოალმა, და დღესდღეობით აქტიურად გამოიყენება სამოქალაქო განათლებაში და ზოგადად სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის.

ამ მიზნის მისაღწევად თითოეულ რეგიონში შეირჩევა 20-20 მონაწილე, რომელთაც მიეცემათ შესაძლებლობა:

- გაიარონ კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი: სამოქალაქო აქტივიზმი და ფორუმ თეატრი როგორც ინოვაციური მეთოდოლოგია
- დაგეგმონ და განახორციელონ ფორუმ თეატრი საკუთარ რეგიონში ადგილობრივ ახალგაზრდობასთან
- წარმოადგინონ მიღწეული შედეგები შემაჯამებელ ღონისძიებაზე პროექტის დასასრულს.

პროექტის სამიზნე რეგიონები და თარიღები:

• ქედა 7-10 ივნისი
• ახალციხე 14-17 ივნისი
• სენაკი 5-8 ივლისი
• ლელიანი 12-15 ივლისი
• კოდა, წეროვანი 19-22 ივლისი
• ბაღდათი 26-29 ივლისი

პროექტის განრიგი:
- რეგიონალური ტრენინგები: ივნისი-ივლისი
- განხორციელების ფაზა: ივლისი- აგვისტო
- შემაჯამებელი შეხვედრა: სექტემბერი
მონაწილეების პროფილი:
- ახალგაზრდული მუშაკები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა აქტიური ახალგაზრდები
- არიან 18-30 წლის
- გამოთქვამენ მზაობას სრულად ჩაერთონ პროექტში
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ 20 მაისამდე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
595 99 60 30        This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
პროექტში მონაწილეობა არის უფასო, პროექტი სრულად ფარავს კვებისა და სატრენინგო მასალების თანხას. პროექტის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი.
პროექტის ორგანიზატორები დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
| Print |