საზოგადოება
უამინდობა საქართველოში
საქართველოში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ უამინდობა და ნალექი ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

"8-დან 10 მაისამდე, საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს" - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

| Print |