საზოგადოება
ფაშიზმზე გამარჯვების 73–ე წლისთავი ახალციხეში
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს.

9 მაისის მემორიალი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა, ახალციხის მერმა და ადგილობრივებმა გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს. გაიმართა ტრადიციული ღონისძიებაც, რომელსაც ორგანიზება მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია.

ვეტერანებს სამამულო ომში გამარჯვება ხალხური სიმღერებითა და ლექსებით მიულოცეს.

სამცხე–ჯავახეთში მეორე მსოფლიო ომის 40 მონაწილე ცხოვრობს. ვეტერანებს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ერთჯერადად, 600 ლარი გადასცა. ომის მონაწილეებმა სიმბოლური საჩუქრები და ფულადი დახმარება მიიღეს ადგილობრივი ხელისუფლებისგანაც.

ახალციხის მუნიციპალიტეტი – 10 ვეტერანი; (თითოეულს 400 ლარი მერიისგან)

ბორჯომის მუნიციპალიტეტი – 13 ვეტერანი; (200 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან)

ასპინძის მუნიციპალიტეტი – 2 ვეტერანი; (1 000 ლარი ადგილობრივი ხელისუფლებისგან)

ადიგენის მუნიციპალიტეტი – 3 ვეტერანი; (300–ლარიანი დახმარება მერიისგან)

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი – 9 ვეტერანი; (საჩუქრად 750 ლარი)

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი – 3 ვეტერანი. (500 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან)

| Print |