საზოგადოება
ასპინძის, ახალქალაქის და ბორჯომის სოფლებში დენი გაითიშება (R)
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 მაისს, 11:00-დან 18:30 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 243 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში დამალა, ოშორა, ინდუსა და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ასპინძაში.

11:00-დან 19:30 საათამდე 441 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ორჯა, კორხი, თოთხამი და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 16:00 საათამდე 3 130 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში საკირე, ცემი, წაღვერი, დაბა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |