საზოგადოება
ახალციხელებს საკონტრაქტო სამსახურის პირობები გააცნეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო კამპანია ახალციხეში.

შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ქალაქის ქუჩებში მოსახლეობას შეხვდნენ, რომლებსაც საკონტრაქტო სამსახურის პირობები და ჩარიცხვის კრიტერიუმები გააცნეს.

ჯარისკაცებმა მათ სპეციალურად მომზადებული საინფორმაციო ბროშურები და თავდაცვის სამინისტროს გაზეთები დაურიგეს, ასევე გააცნეს ის უპირატესობები, რაც ოთხწლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს უკავშირდება.

საინფორმაციო კამპანია ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს.
| Print |