სოფლის მეურნეობა
სარეველებთან ბრძოლა - ტრენინგი სპეციალისტებისთვის
სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები, კულტურულ ნათესებში სარეველებთან გამკლავებას სწავლობენ.

ტრენერთა ტრენინგი ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ტარდება. 25–დღიანი კურსი პროექტის მესამე, ბოლო ეტაპია და ის მცენარეთა დაცვას ეხება.

პროექტი ითვალისწინებს სასოფლო–საკონსულტაციო და საინფორმაციო სამსახურების თანამშრომელთა, ასევე ფერმერთა და კოოპერატივის წარმომადგენელთა გადამზადებას რამდენიმე მიმართულებით.

ბენეფიციარებმაუკვე გაიარეს მეფუტკრეობის, მეკარტოფილეობისა და საკვებწარმოების ტრენონგები.სამი ტრენინგ–მოდული კავშირმა "სამყარომ" შეიმუშავა. ტრენინგები თეორიასა და პრაქტიკას აერთიანებს. პროექტი საველე სამუშაოებსაც ითვალისწინებს.

ტრენინგები გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ტარდება. პროექტის პარტნიორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოა.

| Print |