სოფლის მეურნეობა
მიწის უფასო რეგისტრაციის ვადამ გადაიწია
მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ვადა 2018 წლის 1 ივლისს იწურებოდა, 2019 წლის 1-ელ იანვრამდე

გაგრძელდება. იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა გუშინ, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების პარლამენტში ინიცირება უახლოეს დღეებში მოხდება.

მიწის გამარტივებული რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო პროექტი, რომელიც საკუთრების უფლების უსასყიდლო რეგისტრაციას ითვალისწინებს, 2016 წლის 1-ლი აგვისტოდან შევიდა ძალაში, მისი მოქმედების ვადა კი 2018 წლის 1-ელ ივლისს იწურება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ინფორმაციით, დღეისთვის პროექტის ფარგლებში დარეგისტრირდა 488 517 მიწის ნაკვეთი, სხვადასხვა უწყებებში დოკუმენტების მოძიება მიმდინარეობს 60 617 მიწის ნაკვეთზე, 23 813 განცხადება კი მუნიციპალიტეტების მერიებთან არსებული საკუთრების აღიარების კომისიების წარმოებაშია.
| Print |