სოფლის მეურნეობა
პირუტყვის სხეულზე გაჩენილი კვანძებით ფერმერებს პირუტყვი დაეხოცათ
ახალციხეში პირუტყვის ვირუსული დაავადება გავრცელდა. ნოდერალური დერმატიტით სოფლებში საქონელი დაინფიცირდა. სპეციალისტები ამბობენ,

რომ დაავადების შემთხვევები სამცხე–ჯავახეთში პირველად დაფიქსირდა. ის საკმაოდ საშიშია და პირუტყვის დაცემას იწვევს. იური კაპანაძე ორ ძროხას, სამი დღეა სოფლის ბოლოს აბალახებს.

ფერმერმა პირუტყვის სხეულზე კვანძები სამი დღის წინ შენიშნა. მას შემდეგ საქონლის მდგომარეობა დამძიმდა, ძროხებს გადაადგილება და ჭამა უჭირდათ.



ცხელება, კანზე კვანძები, კიდურების შეშუპება – ეს ნოდერალური დერმატიტის კლინიკური ნიშნებია. ვირუსული დაავადების დაფიქსირებისთანავე, ვეტერინარებმა სოფელ აგარაში ოთხ თვეზე მეტი ასაკის მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს ვაქცინაცია ჩაუტარეს.

სპეციალისტებმა ადგილობრივები დააიმედეს, რომ აცრილი საქონლის დაინფიცირება აღარ მოხდება. პროფილაქტიკური აცრები ჩატარდა სოფელ გიორგიწმინდაშიც, სადაც დაავადებას ერთი ძროხა შეეწირა .

ეთერ მიგრიაულის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ძროხა, ვირუსულ დაავადებას ორი კვირაა ებრძვის.

ფერმერმა პირუტყვის მკურნალობა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე დაიწყო და ძროხის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა.

ორი კვირაა ერთადერთი მეწველი ძროხის გადარჩენას ცდილობენ გოგოლაურები. ოჯახის დიასახლისი მკურნალობის გაგრძელებას აღარ აპირებს.

თამარ გოგოლაურის თქმით, პირუტყვის მდგომარეობა მკურნალობის მიუედავად, თანდათან მძიმდება.

ვაქცინაციის შემდეგ რძის მოხმარება 10 დღის განმავლობაში რომ იკრძალება, ეს არის ერთ ერთი მიზეზი, რის გამოც ფერმერები დაავადებას მალავენ – ამბობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ სამმართველოში. euroescortbabes



| Print |