სოფლის მეურნეობა
ნინოწმინდაში, საქონელი დაავადება ,,ემკარით" იხოცება
ნინოწმინდის სოფლებში საქონლის დაავადება ემკარს ებრძვიან. სოფელ დილიფის მოსახლეობის თქმით, უკვე დაიხოცა 17 სული პირუტყვი.

ფერმერების ნაწილმა ჩივის, რომ დაავადების აღმოჩენისთანავე, საქონელს აცრები ჩაუტარა, თუმცა მაინც ვერ უშველა.

რადიო ,,ნორთან" ადგილობრივები ჩივიან, რომ შემოდგომით ნაყიდი პირუტყვი დაავადებამ ერთიანად დახოცა.

ადგილობრივი ვეტერინარების განცხადებით, ემკარის თავიდან ასაცილებლად, გეგმიური აცრები წელიწადში ორჯერ უნდა ჩატარდეს.

ემკარის საწინააღმდეგო ვაქცინა კი ფერმერებმა თავად უნდა იყიდონ.

დაავადების საინკუბაციო პერიოდი 1– დან 5 დღემდე გრძელდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის განმარტებით, ემკარი მწვავედ ვითარდება და ხშირ შემთხვევაში დაავადების შემდეგ დაწყებულ მკურნალობას შედეგი არ აქვს.

ლია ბექაურის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ,,ცხოველების ჯანმრთელობის დაცვა“ ემკარის აცრა არ ხორციელდება, რის გამოც მაცხოვრებლებმა თავად უნდა იზრუნონ საკუთარი პირუტყვის ჯანმრთელობაზე.


| Print |