სოფლის მეურნეობა
ახალციხეში მესხური პროდუქტის აგროგამოფენა გაიმართა
ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, საკუთარი ნაწარმის გამოფენა–გაყიდვა, სამცხე–ჯავახეთიდან 42 კოოპერატივმა და ფერმერმა მოაწყო.
თაფლი, ფუტკრისა და რძის ნაწარმი, მესხური ღვინო და არაყი – ტურისტებს და დაინტერესებულ პირებს, მესხური ნატურალური პროდუქტის დაგემოვნება და შეძენა მთელი დღის მანძილზე შეეძლოთ.

აგროგამოფენა სახელწოდებით "თიბათვე" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმა სამსახურმა მოაწყო. სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების გამოფენა–გაყიდვა "ახალციხელობის" დღესასწაულს დაემთხვა.

აგროგამოფენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, რეგიონისა და მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან ერთად დაათვალიერა.

გამოფენის დასასრულს 2017 წლის 12 წარმატებული ფერმერი და კოოპერატივი გამოავლინეს.

| Print |