სოფლის მეურნეობა
2019 წლიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მზია გიორგობიანის განცხადებით, 2019 წლიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა განახლდება.
ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში, აღნიშნული პროგრამის განახლებაა განსაზღვრული.

"ეს პროგრამა იქნება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილი - ე.წ. ქვეკომპონენტი. ამ ეტაპისათვის ვმუშაობთ ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რათა მოსახლეობის უშუალო ჩართულობით სწორად მოხდეს პროექტების შერჩევა და ფინანსთა სამინისტროსთან, რათა შეჯერდეს თანხის ოდენობა“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა.
| Print |