სოფლის მეურნეობა
ფერმერთა იდეების გამოფენა
რეგიონული ფორუმი „ფერმერთა როლი მერძევეობის განვითარებაში“ახალციხის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

ფორუმი ორ ნაწილს - საკონფერენციო და „ფერმერთა იდეების გამოფენას“ მოიცავდა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო: საკვებწარმოებაში, პირუტყვის ხელოვნურ განაყოფიერებაში, ვეტერინარიაში, რძისა და რძის პროდუქტების წარმოებაში და სხვა აქტივობებში მიღწეული შედეგები და თვალსაჩინოებანი.



ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, რეგიონის ფერმერები, სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და რძის სექტორში მომუშავე სხვა პირები ესწრებოდნენ.



„ფერმერთა იდეების გამოფენა“, ფრანგულ-ქართული პროექტის „კავკასიური რძე“ -ს ფარგლებში შექმნილი, სამცხე-ჯავახეთის ფერმერთა ასოციაცია „ერთობა“ -ს ორგანიზებით მოეწყო.
| Print |