სოფლის მეურნეობა
სხვილისში სოფლის გაძლიერებისკენ მიმართული პროექტები განხორციელდება
ახალციხის მუნიციპალიტეტს BP საქართველოს გენერალური მენეჯერი და აშშ-ის მთავრობის მისიის უფროსის მოადგილე ეწვივნენ.

ელიზაბეთ რუდი და კრის შლიტერი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ზემო სხვილისში თემების გაძლიერებაზე მიმართულ ინიციატივებს გაეცნენ.

ამჟამად, USAID/Zrda და BP საქართველო 41 სოფელსა და მათ შორის სხვილისში, ერთობლივად ახორციელებენ „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივას“. პროგრამა ორიენტირებულია სოფლის მეურნეობის, ბიზნესისა და თემის განვითარებაზე. ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, Zrda და BP მხარს დაუჭერენ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, თემების გაძლიერებაზე მიმართული ინიციატივების და დასაქმების შესაძლებლობების წახალისებას, ასევე წარმოებისა და შემოსავლების მიღების შესაძლებლობის ზრდას.

პროექტი ტექნიკურ დახმარებას, ტრენინგებსა და მცირე გრანტების გაცემას გულისხმობს.

ამ მიზნით, USAID Zrda 41 სამიზნე სოფელში, 300, 000-მდე აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. BP და მისი პარტნიორები კი 2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას.




| Print |
თეგები: BP / USAID / Zrda / ზემო სხვილისი /