სოფლის მეურნეობა
სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია – პრიორიტეტები ბორჯომში
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 25 თებერვალს, შეხვედრა გაიმართა ბორჯომის ორ სოფელში.

ციხისჯვრისა და ანდეზიტის მოსახლეობას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ. სხვა პრობლემებთან ერთად გამოიკვეთა მთავარი პრობლემა სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია,რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს უნდა მოგვარდეს. ამავე პროგრამის ფარგლებში წყალსადენის ქსელი შეკეთდება თორში, გზა და გარე-განათება დიდი და პატარა მიტარბში.



კრებაზე მოსახლეობამ ის პრიორიტეტული პროექტები შეარჩია, რომლებიც მათ სოფლებში მიმდინარე წელს განხორციელდება. ხმათა უმრავლესობით სოფელ ციხისჯვარში წელს სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი შეირჩა. სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაციას დაუჭირეს მხარი სოფელ ანდეზიტშიც.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლებში არსებულ საჭიროებებსა და მათ გადაწყვეტის გზებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე მოსახლეობამ ასევე 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტების შესახებ მოისმინა.

| Print |