სოფლის მეურნეობა
სოფელ ფერსაში მგელმა ორი ხბო შეჭამა
ახალციხის სოფელ ფერსაში ნადირი გამოჩნდა. მგელმა ადგილობრივის ორი ხბო შეჭამა. მოსახლეობამ სოფლის განაპირას გარეული ცხოველი არაერთხელ შენიშნა.
„მე ავუხსენი, რომ თუ მოასწრებენ ნება აქვთ ადგილზე მოკლან, ოღონდ ლეში არ უნდა გადააგდონ. ჩვენ უნდა შეგვატყობინონ, ჩვენ კი შესაბამის ორგანოებს გადავუგზავნით. ერთი თვის წინ მუგარეთში ცხვრები შეჭამა. ხალხი მიჩვეულია ნადირს და ყოველთვის აღარც გვატყობინებს“, - გვითხრა მერის წარმომადგენელმა ფერსის ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი ბლიაძემ.
მგელი ფერსის თემში სეზონურად ჩამოდის. შინაური ცხოველის დაგლეჯვის ფაქტი არაერთხელ დაფიქსირდა მუგარეთისა და გიორგიწმინდაში.