სოფლის მეურნეობა
ასპინძაში ფერმერები კარტოფილის დაავადებებს ებრძვიან
ასპინძის მუნიციპალიტეტში ფერმერები კარტოფილის დაავადებას ევრძვიან. სოფელ თმოგვში ე.წ "ჭრაქმა" ნათესები დააზიანა.

სპეციალისტების განმარტებით, "ჭრაქი" ზოგადი დასახელებაა, რომელიც სოფლის მოსახლეობამ დაამკვიდრა. იგი სოკოვანი და ბაქტერიული დაავადების რამდენიმე სახეობას აერთიანებს. მისი გამომწვევი სოკოა. წარმოქმნის შემდეგ იგი ადვილად ვრცელდება. თავდაპირველად ფოთლის კიდეზე ყვითელი ლაქები ჩნდება, ფოთოლი ხმება და ადვილად იფშვნება. დაავადების ერთ–ერთი სახეობაა ფიტოფტოროზი - ფოთლებზე ჩნდე­ბა­­ რუხი ლაქები, მუქდება და ფოთოლს ალპობს. რაც შეეხება ალტერნარიოზს იგი ლაქების სახით მცენარის მიწისზედა ორგანოებზე-ფოთლებზე, ღეროზე და ნაყოფზე ვრცელდება. ძლიერი დაზიანების შემთხვევაში, ფოთლები ლაქებით თითქმის მთლიანად იფარება და ხმება. სპეციალისტები ერთადერთ გამოსავალს დროულ წამლობაში ხედავენ.




| Print |