სოფლის მეურნეობა
ახალციხეში რძის სექტორის მარკეტინგული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა
ახალციხეში რძის სექტორის მარკეტინგული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი ფერმერები დაესწრნენ.

კვლევა ფერმერთა ასოციაცია ,,ერთობის", "GBDC FERT"-ისა და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით მომზადდა. ყველისა და რძის სექტორის მარკეტინგული კვლევა, რომელიც 2016 წელს ჩატარდა, მიზნად ისახავს მწარმოებლებისა და მომხმარებლების ინტერესების განსაზღვრას.

ფერმერები იმედოვნებენ, რომ კვლევის შედეგები მათ ბაზრის დივერსიფიცირებაში, საინტერესო ექსპერიმენტების ჩატარებასა და შემოსავლის გაზრდაში დაეხმარებათ.


| Print |