სოფლის მეურნეობა
ENPARD –ის ფარგლებში 280–ზე მეტი კოოპერატივი დაფინანსდა
ევროკავშირის პროგრამა ENPARD-მა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მე-3 ფაზის ფარგლებში € 77.5 მილიონით,

ჯამურად €180 მილიონამდე დააფინანსა.

ENPARD-ის III ფაზა (2018-2021) შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს ითვალისწინებს:

საქართველოს სოფლის მეურნეობის გაძლიერება;

სოფლად დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება;

გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესება.

ENPARD-ის I და II ფაზის (2013-2020) მთლიანი ბიუჯეტი €102 მილიონს შეადგენს. ამ ეტაპზე, პროგრამის ძირითადი შედეგებია:

მიღებულ იქნა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონი და შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო;

დარეგისტრირდა 1 500 ფერმერული კოოპერატივი, რომელიც 15 000 ფერმერს აერთიანებს;

280-ზე მეტმა კოოპერატივმა ევროკავშირის პირდაპირი დაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა მიიღო. დახმარების მთლიანი მოცულობა 13 მილიონ ლარს აღემატება;

დაფინანსდა 120-ზე მეტი სოფლის განვითარების ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც დასაქმდა 700-ზე მეტი ოჯახი და 8 000-ზე მეტმა სოფლად მცხოვრებმა გაიუმჯობესა საცხოვრებელი პირობები.

წყარო: სამცხე–ჯავახეთის მხარე
| Print |