სოფლის მეურნეობა
სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა.

მაღალმთიან რეგიონში მოქმედი დამატებით 10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი შეძლებს პროგრამაში ჩართვას.

გასულ წელს 21 მაღალმთიანი მუნიციპალიტეტიდან პროგრამაში 29 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჩაერთო, რომლებშიც მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები 851 პირია გაერთიანებული.

მათ 25-წლიანი იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და საქონლის საკვებწარმოებისათვის საჭირო ტექნიკა.

სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები ასევე ითვალისწინებს დმანისის, წალკისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში რძის მიმღებ -გადამმუშავებელი საწარმოების აშენებას და აღჭურვას (თითოეული საწარმო დღიურად 10 ტონა რძის გადამუშავებას შეძლებს).

დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე მიმდინარეობს საწარმოს მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები.
| Print |