სოფლის მეურნეობა
,,ახალგაზრდა მეწარმე" – პროგრამა სოფლის მეურნეობის განსავითარებლად
სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდამჭერი ახალი პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ ამოქმედდა.

დაფინანსებას მიიღებენ საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდა მეწარმეები (18-35 წლამდე მამაკაცები და 18-40 წლამდე ქალები) ან მათ მიერ დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები.

პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ ახალი ბიზნესის (სტარტაპის) დაფინანსებას.

დაფინანსდება პროექტის ღირებულების 40%, არა უმეტეს 60 000 ლარისა.

თანამონაწილეობის თანხა, შესაძლებელია, მოძიებულ იქნეს როგორც საკუთარი სახსრებით, ისე საბანკო კრედიტით (მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტი).

პროგრამა ითვალისწინებს როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესმიმართულებების დაფინანსებას.

დაფინანსდება ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო მიმართულება, გარდა იმ დარგებისა, რომლებიც უკვე ფინანსდება სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საგრანტო პროგრამით.

რეგისტრაცია და ვრცელი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.danida.apma.ge

სააგენტოში განაცხადების და თანმდევი დოკუმენტაციის წარდგენა განხორციელდება ელექტრონულად, ვებგვერდების www.apma.ge და
www.danida.apma.ge მეშვეობით.
| Print |