სოფლის მეურნეობა
მესხ ფერმერებს პროდუქტის შეფუთვაში დაეხმარებიან
სამცხე–ჯავახეთში ასოციაცია "მესხური პროდუქტი" იქმნება.
მასში თაფლის, ხილის, ბოსტნეულისა და ყველის მწარმოებელი კოოპერატივები და ფერმერები გაერთიანდებიან. გაწევრიანებული ფერმერები პროდუქციის შეფუთვას და ბრენდირებას უფასოდ შეძლებენ.

შესაბამისი ტექნიკა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოს, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ გრანტის ფარგლებში გადასცა. ბრენდირების აპარატი ჯაიკას წარმომადგენლებმა მოინახულეს და მისი მუშაობის პროცესს დააკვირდნენ.

მესხური პროდუქცია ერთი ბრენდის ქვეშ გამოვა. ფერმერებს საშუალება მიეცემათ, რომ მათი ნაწარმი სარეალიზაციოდ სუპერმარკეტებში შეიტანონ.




| Print |