სიახლეები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 7 ქვეყნის პრეზიდენტი ულოცავს
სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი საქართველოში არჩევის შემდეგ პირველი ვიზიტით ჩამოვიდა.

სტუმარი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებებს დაესწრება. სარქისიანის გარდა, საქართველოში სადღესასწაულო ღონისძიებებს დაესწრებიან ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი, ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე, სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი ვაიდა, ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი და ლიეტუვას პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე.

სომხეთის პრეზიდენტმა უკვე გამართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან. კვირიკაშვილმა სარქისიანს პრეზიდენტის პოსტზე არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ სომხეთი, საქართველოს მსგავსად, წელს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

სარქისიანი აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა და რეგიონში არსებული სიტუაცია და ორ ქვეყანას ურთიერთობები განიხილა.



სარქისიანი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს თავისუფლების მოედანზე ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ მიულოცავს და შემდეგ მონაწილეობას მიიღებს მრგვალ მაგიდაში „თანამშრომლობა კეთილდღეობისთვის — მომავალი ასწლეულის სტრატეგია“, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართება.

თბილისში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. 

სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრას კერძო ხასიათი ჰქონდა. მათივე ინფორმაციით, არმენ სარქისიანსა და ბიძინა ივანიშვილს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ ერთმანეთთან.
| Print |