სიახლეები
სახალხო დღესასწაული სამხედრო ტექნიკის თანხლებით
ახალციხეში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკა გამოფინეს.

სამაშველო–სამედიცინო ტრანსპორტი „დიდგორი“, ამერიკული წარმოების „ჰამერი“, ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ჯავშანტრანსპორტიორები – ეს არ არის სრული ჩამონათვალია იმ სამხედრო ტექნიკის, რომელიც, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფინეს.



სამხედრო ტექნიკის გამოფენა ავტოსადგურის ტერიტორიაზე 08:00 საათიდან დაიწყო 18:00 საათამდე გაგრძელდა.



ახალციხეში და საქართველოს კიდევ ხუთ ქალაქში – (თელავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი) ცენტრალურ მოედანზე გაიმართა სხვადასხვა აქტივობა.



საღამოს ჩატარდა გალა-კონცერტი ანსამბლების, ჯგუფების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. გალა-კონცერტი დასრულდება ფოიერვერკით.


| Print |