სიახლეები
სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ივნისს 11:00-დან

19:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 4535 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ბეჟანო, ტაბაწყური, ჭიხარულა და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ახალქალაქში ნინოწმინდის, ჩარენცის, სანაპიროს და მიმდებარე ქუჩებზე,

11:00-დან 19:30 საათამდე 768 აბონენტს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში განძა და საღამო,

12:00-დან 15:00 საათამდე 564 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში დვირი, ქვაბისხევი, ბაკურიანი და ზორეთი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |