სიახლეები
სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ივნისს

06:00-დან 09:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 543 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში თმოგვი, ხერთვისი, ვარძია, გოგაშენი, გავეთი და მიმდებარე სოფლებში,

10:30-დან 11:30 საათამდე 1410 აბონენტს ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონის სოფლებშიოკამი, ერინჯა, დავნია და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ნინოწმინდაში თავისუფლების, პუშკინის წმ. ნინოს და მიმდებარე ქუჩებზე,

11:00-დან 17:00 საათამდე 122 აბონენტს ბორჯომში ვაშლოვანის, აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩებზე, აგრეთვე სოფელ რველში,

12:00-დან 15:00 საათამდე 882 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში,

16:00-დან 18:00 საათამდე 1278 აბონენტს ახალციხეში რუსთაველის, ზარზმელის, დავითისა და კონსტანტინეს, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე,

აგრეთვე სოფლებში ყულალისი, ნავანები, საფარა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |