სიახლეები
ნოდურალური დერმატიტი ჯავახეთშიც გავრცელდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმაში, პირუტყვის დაავადება გავრცელდა. ნოდურალური დერმატიტით 12 პირუტყვია დაავადებული, ხოლო 1 დაცემული.

ნოდულარული დერმატიტით,
(რომელიც ახალციხის სოფლებშიც დაფიქსირდა) დაავადებულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში ვაქცინაცია მალევე ჩატარდა, რის შედეგადაც თავიდან იქნა აცილებული პირუტყვის სიკვდილიანობა.

ემკარისგან განსხვავებით, ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგო აცრები სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება.

როგორც ,მეცხრე არხს", სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა განუცხადა, ნოდურალური დერმატიტის შემთხვევები რეგიონის სამ მუნიციპალიტეტშია დაფიქსირებული – ახალციხეში, ასპინძასა და ნინოწმინდაში.

ლია ბექაურის განმარტებით, სოფელ ყაურმაში გასულია სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც დეტალურად სწავლობს შექმნილ ვითარებას.

ნოდერალური დერმატიტით სოფლებში საქონელი დაინფიცირდა. სპეციალისტების თქმით, დაავადების შემთხვევები სამცხე–ჯავახეთში წელს პირველად დაფიქსირდა. ის საკმაოდ საშიშია და პირუტყვის დაცემას იწვევს.

ცხელება, კანზე კვანძები, კიდურების შეშუპება – ეს ნოდერალური დერმატიტის კლინიკური ნიშნებია.

ვაქცინაციის შემდეგ რძის მოხმარება 10 დღის განმავლობაში რომ იკრძალება, ეს არის ერთ ერთი მიზეზი, რის გამოც ფერმერები დაავადებას მალავენ – ამბობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ სამმართველოში.
| Print |