სიახლეები
ბორჯომში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 აგვისტოს

06:00-დან 09:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 6581 აბონენტს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ეშტია, გორელოვკა, ყულალისი, სათხა და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ნინოწმინდაში,

09:00-დან 11:00 საათამდე 3479 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში დილისკა, ვაჩიანი, დადეში, კიროვაკანი, აზმანა და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 16:00 საათამდე 1040 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში დვირი, ტაძრისი, დგვარი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |