სიახლეები
ბორჯომში, აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს
დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში 8 აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს.
გარდაცვლილთა სულების პატივსაცემად, მემორიალთან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, გარდაცვლილთა ნათესავები და ადგილობრივები შეიკრიბნენ.

ბორჯომის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაღუპული დევი ჩადუნელისა და შალვა გაბუნიას მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

გარდაცვლილთა სულების უკვდავსაყოფად პანაშვიდი გადაიხადა მამა დიმიტრიმ, რის შემდეგ ბორჯომის საბიბლიოთეკო გაერთიანებისა და ახალდაბის ბიბლიოთეკის ორგანიზებით, 8 აგვისტოს ომის გმირებისადმი მიძღვნილი მცირე ღონისძიება გაიმართა.

დევი ჩადუნელი წარმოშობით ახალდაბელი ყოფილა, შალვა კი ახალდაბის ხშირი სტუმარი. მშობლებს მათი სახელების უკვდავსაყოფად მემორიალი დაბა ახალდაბის ცენტრში აუგიათ.

როგორც შეკრებილებმა აღნიშნეს, 8 აგვისტო უმძიმესი დღეა, საქართველოს უახლოეს ისტორიაში. უდიდეს ტრაგედიას თავის გმირები ჰყავს, რომელთა თავდადება და სიყვარული საკუთარი სამშობლოს მიმართ სამაგალითო იქნება ყოველთვის.

წყარო: ბორჯომის მუნიციპალიტეტი
| Print |