სიახლეები
სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება

15:00-დან 17:00 საათამდე შეეზღუდება 826 აბონენტს დაბა ბაკურიანში. 11:00-დან 14:00 საათამდე - 1138 აბონენტს ნინოწმინდაში თავისუფლების, ერევნის, აღმაშენებლის, ჭავჭავაძის, ქუთაისის და მიმდებარე ქუჩებზე.

11:30-დან 16:00 საათამდე - 1189 აბონენტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში კარტიკამი, კულიკამი, ხულგუმო, აბული, ბუზავეთი, თახჩა.


სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |