სიახლეები
იტალიელმა კონდიტერებმა ნამცხვრის სახლში მასტერკლასი ჩაატარეს (R)
ნამცხვრისა და პიცის სახლი ერთგულ მომხმარებელს ახალ პროდუქციას სთავაზობს. იტალიელი კონდიტერის მიერ მომზადებული 7 ახალი დესერტის

დაგემოვნება 16 ოქტომბერს ნებისმიერ მსურველს შეეძლო. იტალიური კომპანიის MEC3-ის წარმომადგენლობა, ეს ელ კომპანიში ოფიციალური მოწვევით იმყოფებოდა. დიმიტრი მარკოვმა და ივეტა სტავკოვამ ნამცხვრის სახლის თანამშრომლებს ევროპულ კონდიტერიაში საუკეთესო მასტერკლასი ჩაუტარეს.

,,ვიცი, რომ საქართველოში ტკბილეულობა ძალიან უყვართ. ქართველი ხალხისთვის ჭამა და განსაკუთრებით დესერტი კვების მნიშვნელოვანი ნაწილია. მოხარული ვარ, რომ გავიცანი კარგი ადამიანები, რომლებიც მზად არიან სიახლეების მიღებისთვის და ჩვენ მსგავსად ისინიც იყენებენ ნატურალურ პროდუქტს. დღეს, ერთობლივად შევქმენით ბევრი ლამაზი და გემრიელი დესერტი. ვხედავ, რომ ხალხს ეს ყველაფერი მოეწონა. ვცდილობთ ვაჩვენოთ ყველა ის საუკეთესო ნიშანი, რაც გვინახავს იტალიაში, საფრანგეთში, ამერიკასა და იაპონიაში. ვცდილობთ დავაგროვოთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება. ძალინ ბედნიერი ვარ საქართველოში სტუმრობით, რადგან აქ ხალხი ძალიან სტუმართმოყვარეა და ვიპოვე ყველაფერი რაც მჭირდებოდა“ – აცხადებს დიმიტრი მარკოვი.

სპეციალურად S&L Company-ს იტალიელი კონდიტერები კომპანია ,,შვიდის“ მხარდაჭერით ესტუმრნენ. ნამცხვრისა და პიცის სახლის მეგობარი და პარტნიორი კომპანია ,,შვიდი“ საკვები ინგრედიენტების ინდუსტრიაში 23 წელია მოღვაწეობს. დირექტორის მალხაზ ტვილდიანის განმარტებით, ორივე კომპანიისთვის ამომავალი წერტილი ხარისხიანი პროდუქტი და კმაყოფილი მომხმარებელია.

იტალიური რეცეპტით მომზადებული ნამცხვრები დღის ბოლოს ესელ კომპანის მომხმარებელმა დააგემოვნა. შვიდი დასახელების ახალი პროდუქტი ახალციხელებისთვის გემრიელი აღმოჩნდა.

ნამცხვრის სახლში მომზადებული პროდუქტის ხარისხსა და სანდოობაზე აქცენტს კომპანიის ხელმძღვანელი აკეთებს. ლალი სამსონიძის თქმით, S&L Company-სთვის ყველაზე ღირებული ნატურალური პროდუქტი და მოსახლეობის ნდობაა.

დეგუსტაციის შემდეგ კომპანიები მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

| Print |