სიახლეები
ახალციხეში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ოქტომბერს 12:00-დან 14:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 3592 აბონენტს ახალციხეში გორგასლის, გურამიშვილის, ხანძთელის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში წყალთბილა, ნაოხრები, ვალე, ჯულღა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |