სიახლეები
განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვების უფასო სკრინინგი ახალციხეში
არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი", რეგიონებში განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვების უფასო სკრინინგს აგრძელებს.

,,პირველი ნაბიჯის" კონსულტაციის, ინტერვენციისა და თერაპიის ცენტრის სპეციალისტები ამჯერად ქ. ახალციხეს ესტუმრებიან. 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აქციის ფარგლებში მოხდება 0-5 წლამდე განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვების სკრინინგი. 

მსურველებმა რეგისტრაცია 26 ოქტომბრამდე უნდა გაიარონ.

უფასო სკრინინგ აქცია ჩატარდება 27 ოქტომბერს,  ქ. ახალციხეში, ორგანიზაცია „საქართველოს პორტიჯის ასოციაცია ახალციხეში“, მისამართზე: რუსთაველის ქ. # 106 (სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი).

ხოლო 28 ოქტომბერს, ახალციხეში, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში „მწვანე სახლი“ მისამართზე: კლდიაშვილის ქ. #25 მიმდებარედ.

,,პირველი ნაბიჯის” კონსულტაციის, ინტერვენციის და თერაპიის ცენტრის გამოცდილი სპეციალისტები იმ ბავშვებს მოემსახურებიან, ვისაც სამედიცინო, ქცევითი, ემოციური და მეტყველების განვითარებასთან დაკავშირებული ჩივილები აქვთ, ან ბავშვს უჭირს ასაკის შესაბამისად ყოველდღიურ აქტივობებში ჩართვა / თანატოლებთან ურთიერთობის დამყარება.

პედიატრი, ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი და ოკუპაციური თერაპევტი გაარკვევს, სჭირდება თუ არა ბავშვს სპეციალისტის დახმარება განვითარების ხელშეწყობისთვის.

უფასო შეფასების ბოლოს, საჭიროების შემთხვევაში მშობელი მიიღებს მზაწერილობით რეკომენდაციებს ბავშვთან დაკავშირებით მეტყველების სტიმულირების, ქცევის მართვის, კვების, ემოციური სფეროს დასხვა უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად, ასევე ადრეული განვითარების პროგრამაში ჩართულობის საჭიროების შემთხვევაში მშობელი დაკვალიანდება, როგორ ჩაერთოს ადგილობრივ უფასო სახელმწიფო პროგრამაში.
,,პირველმა ნაბიჯმა" უფასო მომსახურება მარტის თვეში ქ. გორს, ხოლო სექტემბერში ქ. რუსთავს გაუწია. წლის განმავლობაში აქციები ზუგდიდსა და ზესტაფონშიც არის დაგეგმილი.

ადგილები შეზღუდულია, რეგისტრაცია ხდება წინასწარი ჩაწერით.

ჩაწერისთვის დაუკავშირდით: თამარ ნოზაძე - 568480015; ანა ურიდია - 579040119

ყოველდღე 10-დან 18 საათამდე.
| Print |