სიახლეები
შეხვედრა გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივით
სამცხე–ჯავახეთის ფერმერები კარტოფილი ,,ფრი“–ს მწარომელებელ კომპანია ,,ფრეკო“ –ს შეხვდნენ.

შეხვედრა ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა.

თამაზ ქურდაძე ახალციხისა და ახალქალაქის იმ ფერმერებს შეხვდა, რომლებიც ,,აგრიას“ ჯიშის კარტოფილის მოყვანით არიან დაკავებული.

,,ფრეკო“–ს წარმომადგენელმა ფერმერებს გრძელვადიანი თანამშრომლობა შეთავაზა.

კარტოფილის მოყვანით დაინტერესებულ პირებს საწარმო დაათვალიერებინა და ინდივიდუალური შეხვედრებიც დაინიშნა.

ორგანიზაციის მიზანია, სამცხე–ჯავახეთში, კარტოფილის მოსავლიანობის რაოდენობის ზუსტი გაწერა.

თამაზ ქურდაძე იმედოვნებს, რომ სამცხე–ჯავახეთის ფერმერებთან თანამშრომლობით შესაძლებელი გახდება კარტოფილის იმპორტისა და ექსპორტის გაზრდა.

| Print |